გაკვეთილის გეგმა



 პორტფოლიო

მასწავლებლის სახელი, გვარი      მაია ბაზღაძე
საგანი:                                               ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური:                   დაწყებითი საფეხური მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:             17
გაკვეთილის თემა:                          მათემატიკური გამოთვლები და ფორმულები Excel-ში

გაკვეთილის მიზანი:                                 
მოსწავლეები:
·      ისწავლიან ელექტრონულ ცხრილში ფორმულების შექმნას და გამოყენებას .    
·      ელექტრონული ცხრილის  გამოყენებით შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და   ამოხსნიან ცხოვრებისეულ ამოცანებს.
·      იმუშავებენ ინდივიდუალურად და წყვილებში, შესრულებულ დავალებას შეინახავენ პირად საქაღალდეში და ელ. ფოსტის საშუალებით შექმნილ ნამუშევარებს გადაგზავნიან მასწავლებელთან.
წინარე ცოდნა:        
მოსწავლეებმა იციან ელექტრონული ცხრილის აგება, მონაცემთა შეტანა და მისი ძირითადი ერთეულები -  უჯრა, სვეტი, სტრიქონი.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის მიზნის გაცნობა
ვერბალური
მთელი კლასი
3  წთ.
2
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები გაიხსენებენ პროგრამაExcel-ის უკვე ნასწავლ მასალას. ცხრილის აგება, მონაცემთა შეტანა და მისი ძირითადი ერთეულები -  უჯრა, სვეტი, სტრიქონი.  (იხ. დავალება1) მოხდება მოსწავლეების მიერ შექმნილი Excel-ის ცხრილის განხილვა და გამოყენებული ინსტრუმენტების  ჩვენება პროექტორის გამოყენებით.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერები
12 წთ.
3
მოხდება მასწავლებლის მიერ  ახალი მასალის ახსნა და პრაქტიკაში მისი გამოყენება. (პრეზენტაცია)
დემონსტრირება, მოდელირება
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო
5 წთ.
4
ახალი მასალის უკეთ ათვისებისა და სიღრმისეული წვდომისათვის მოხდება ახლად შეძენილი ცოდნის ძველ მასალასთან დაკავშირება. მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს. მასწავლებელი დაურიგებს წინასწარ ამობეჭდილ თაბახის ფურცლები. (იხ. დავალება 2; დავალება 3) სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები შექმნილ ნამუშევარს ინახავენ პირად საქაღალდეში და მასწავლებელს გადაუგზავნიან ელ. ფოსტაზე.
პრაქტიკული სამუშაო
მთელი კლასი
კომპიუტერები, სახელმძღვანელო
15 წთ.
5
პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ მოხდება  აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვიყენებ აქტივობას “დაწყვილდი - დაფიქრდი - გაუზიარე”. სადაც წყვილები თავიანთ ნამუშევარს გაუზიარებენ ერთმანეთს და გააკეთებენ დასკვნას, რომ  ურთიერთდამოკიდებულ მონაცემებში ერთი სიდიდის ცვლილებით შედეგიც იცვლება.
საკლასო მსჯელობა
წყვილებში მუშაობა
კომპიუტერი
5
6
მასწავლებელი ახდენს შეაფასებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული რუბრიკის მეშვეობით. ასევე მოხდება მოსწავლეების მიერ ამ რუბრიკის გამოყენება თვითშებასებისთვისაც.
შეფასება, თვითშეფასება
ინდივიდუალური, წყვილები
შეფასების რუბრიკები
5 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთ­დამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);
·        იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში (მაგალითად: ბუნებისმეტყველებაში, ფინანსურ მონაცემებში (ფასების ცვლილება), რომელიმე პროცესის შესაბამისი რიცხვითი მიმდევრობის შექმნა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით);
·        საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

გაკვეთლის შეფასების რუბრიკა
1
2
3
4
Excel-ში მუშაობა
ვერ მუშაობს  Excel-ში,  უჭირს  ცხრილის შექმნა, ასევე ტექსტური და რიცხვითი მონაცემების შეტანა.
მასწავლებლის დახმარებით მუშაობს Excel-ში,  ქმნის ცხრილს, შეაქვს ტექსტური და რიცხვითი მონაცემები.
მუშაობს Excel-ში, დამოუკიდებლად ქმნის ცხრილს, შეაქვს ტექსტური და რიცხვითი მონაცემები.
 სრულყოფილად  მუშაობს Excel-ში, დამოუკიდებლად ქმნის ცხრილს, შეაქვს ტექსტური და რიცხვითი მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვებს
ფორმულების გამოყენება
ვერ ასრულებს ფინანსური მონაცემების დამუშავებას და ვერ იყენებს ფორმულებს.
მასწავლებლის დახმარებით ასრულებს ფინანსური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოს, იყენებს ფორმულებს
 ასრულებს ფინანსური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოს, ახდენს უჯრის დაფიქსირებას ფორმულის გავრცელებისას.
 სრულყოფილად ასრულებს ფინანსური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოს, ახდენს უჯრის დაფიქსირებას ფორმულის გავრცელებისას.
ელ. ფოსტის გამოყენება
ვერ იყენებს ელ. ფოსტას წერილის გასაგზავნა, ითხოვს მასწავლებლის დახმარებას
მასწავლებლის დახმარებით იყენებს ელ. ფოსტას, 
 იყენებს ელ. ფოსტას,  ითხოვს მასწავლებლის დახმარებას ფაილის მიბმის შემთხვევაში.
იყენებს ელ. ფოსტას, წერილს აბავს ფაილს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვებს
მუშაობა წყვილებში
ვერ მუშაობს სხვებთან ერთად პრობლემის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას.
მუშაობს სხვებთან ერთად პრობლემის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დხმარებას.
მუშობს სხვებთან ერთად პრობლემის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვებს.
მუშობს სხვებთან ერთად პრობლემის გადასაჭრელად; საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვებს; ანაწილებს სამუშაო ფუნქციებს და მოვალეობებს.




No comments:

Post a Comment