Sunday, April 8, 2018

კურსის მნიშვნელობა

საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ–ერთ პროირიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლეთათვის. ამიოტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება–სწავლის პროცესში ისტ–ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს,რომ ისტ–ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ დაგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.

კურსის მიზანი: ტრენინგ–კურსის მიზანია საქართევლოს სკოლების მასწავლებლთა კვალიფიკიციის ამაღლება, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ–ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.

სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები (I-XII კლასის პედაგოგები);

წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა
იმისათვის რომ, მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
ინტერნეტში ძიება;
ელ–ფოსტის მოხმარება;


კურსი მოიცავს 32 საათს - 8 დღე. მეცადინეობის ხანგრძლოვობა 4 საათი. 

სერთიფიცირების პირობები:

მინიმუმ 28 საათზე დასწრება.

მოდულის დასრულების შემდეგ დავალებების წარმოდგენა ელექტორნულ ფორმატში;

კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექრტონული პორტფოლიო.

No comments:

Post a Comment